აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით ართმელაძე (1865-1928)

სამხედრო მოღვაწე, რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი, რუსეთის გენერალ-მაიორი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, ოთხი ორდენის კავალერი და საბრძოლო დიდების ხმლის მფლობელი.

1918 წლიდან ქართულ არმიაშია. 1920-1921 წლებში სარდლობდა პირველ ბრიგადას, რომლის შტაბიც სოხუმში იყო და იცავდა აფხაზეთის მიმართულებას. 1921 წლის თებერვალ-მარტში მეთაურობდა გაგრის მხრიდან შემოჭრილი მე-9 წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლთა შენაერთებს. 1921 წლის მარტში ართმელაძე 1500 კაციანი მოხალისეთა ჯგუფით შეუერთდა გენერალ მაზნიაშვილს და განდევნა თურქები ბათუმიდან.

დაკრძალულია ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში. საფლავი აღმოაჩინა და კეთილმოაწყო ბატონმა გოგი ფირცხალაიშვილმა.