აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი სალუქვაძე (1913-1990)

ლოტბარი, მომღერალი, ქორეოგრაფი, ინჟინერი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1967).

გიორგი სალუქვაძემ აღადგინა ქართული ხალხური ცეკვები. 1966-1968 წწ. წლების განმავლობაში გიორგი სალუქვაძემ ქორეოგრაფიულად დადგა და მუსიკალურად გააფორმა მახარაძის თეატრის ორ ათეულზე მეტი სპექტაკლი. 1968 წელს გიორგი სალუქვაძის ინიციატივით მახარაძეში შეიქმნა გურული ხალხური სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი ოთხწლიანი სკოლა. 1973 წელს სკოლის კურსდამთავრებულთაგან მან შექმნა ანსამბლი „იადონი”, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

გიორგი სალუქვაძე გარდაიცვალა 1990 წლის 15 ივნისს, დაკრძალულია ოზურგეთში, სოფელ ცხემლისხიდში.