აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ლია სალაყაია (1946-2021)

ცნობილი მგალობელი, რეგენტი, ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის პედაგოგი.

1980 წლიდან დაიწყო გალობა წმინდა ნინოს ტაძარში. ერთი წლის შემდეგ, პარალელურად გალობდა სიონის საკათედრო ტაძრის სადაგი დღის გუნდში. 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა სიონის საკათედრო ტაძრის სადაგი დღის გუნდებს. გალობდა მუსიკალური სასწავლებლების, კონსერვატორიისა და სხვადასხვა ეკლესიის სამგალობლო ანსამბლსა და გუნდში. ხელმძღვანელობდა სამების საკათედრო ტაძრის სამრევლო სკოლას და სიმღერა-გალობას ასწავლიდა ბავშვთა, ქალთა და ვაჟთა გუნდებს. საეკლესიო გალობის აღორძინების საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ლია სალაყაია 2019 წელს წმინდა გიორგის ორდენით.

დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზო-პანთეონში.