აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

თამაზ მეჭიაური (1954-2022)

პოლიტიკოსი, ინჟინერი და ეკონომისტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1986–1991 წლებში იყო თიანეთის რაიკავშირის თავმჯდომარე, ხოლო 1991 წელს — თიანეთის რაიონის პრეფექტის პირველი მოადგილე. 1992–1995 იყო სახელმწიფო საგადახადო ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და თბილისის ისნის რაიონის სახელმწიფო საგადახადო ინსპექციის უფროსი. 1995–1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი). 1999–2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თიანეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია“. 1995–2004 წლებში იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომირეტის წევრი, საგადასახადო საბაჟო ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. 2004 წელს გახდა გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი.

2012–2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“, 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად.

გარდაიცვალა 2022 წლის 15 თებერვალს კორონავირუსით ინფიცირების შედეგად. დაკრძლულია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა თამაზ ჭეიშვილმა.