აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

თამაზ ჭილაძე (1931-2018)

მწერალი, პოეტი და დრამატურგი. საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე.

1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა (ვაჟთა მე-7 სკოლა), შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ კი — ასპირანტურაში.

პირველი ლექსი 15 წლისამ დაწერა. თამაზ ჭილაძე მუშაობდა „ცისკარში“ განყოფილების გამგედ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში — პასუხისმგებელ მდივნად (1964-1972); ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ — მთავარ რედაქტორად (1972-1981), მწერალთა კავშირში — მდივნად (1981-1987); ჟურნალ „მნათობის“ მთავარ რედაქტორად 1997 წლიდან. მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია თინა ჭილაძის გვერდიდან.