აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნუგზარ შანავა (1955-1991)

გვარდიის კაპიტანი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ზუგდიდის მე-16-ე ბატალიონის ასმეთაური.

ერთ-ერთი პირველი ჩაერთო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 1989 წლის 15 ივნისს, აფხაზეთში მცხოვრები ქართველების დაცვისას, სეპარატისტების მიერ ნასროლი ტყვიით, მდინარე ღალიძგასთან მძიმედ დაიჭრა. ნუგზარ შანავა აქტიურად იცავდა სამაჩაბლოს ქართულ სოფლებს ოსი ექსტრემისტებისგან; დანიშნული იყო კომენდანტის საათის უფროსად.

საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების დროს, 1991 წლის 4 ოქტომბერს, იგი თბილისის ზღვაზე დაბანაკებულ დაპირისპირებულ მხარესთან მოსალაპარაკებლად მიდიოდა, უნდოდა, თავისი შესაძლებლობები და ავტორიტეტი გამოეყენებინა, რათა ძმათა შორის სისხლი არ დაღვრილიყო... მაგრამ სასიკვდილოდ დაიჭრა...

დაკრძალულია ზუგდიდში.