აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვიქტორ ერისთავი (1939-2005)

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1977). აშშ საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი (1995-2005), საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1997-2005).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს. ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო ჩაის მრეწველობის მანქანათმშენებლობის პრობლემურ ლაბორატორიაში. 1980 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის გარემოს დაცვის კათედრის გამგე, 1986 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ატომურ-აბსორბციული სპექტროსკოპიის გამოყენების რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი. 1978-1979 და 1995 წლებში მივლინებული იყო აშშ-ის უნივერსიტეტებში. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის გამგე.

გარდაიცვალა სან-ფრანცისკოში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.